კანადაში ტყის ხანძრის გამო 30 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

გამოქვეყნდა:

კანადის პროვინცია ალბერტაში ტყის ხანძრის გამო 30 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და ნავთობის წარმოება შემცირდა. 

Sky News-ის ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში 90 ხანძარი გაჩნდა, მათგან 23 უკონტროლოა.

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო, ორშაბათს ეწვია ალბერტას, რათა შეემოწმებინა ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები სამხედროების მიერ, რომლებიც ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად გაგზავნეს.

ხანძრის ჩაქრობაში ჯარი და სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი