"ოცნების" წევრების ხოტბა ოლიგარქს | ბერძენიშვილზე თავდასხმა ივანიშვილის საამებლად

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" აღარ მალავს: ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ ძალადობრივი კამპანია სწორედ ხელისუფლებისგან იმართება. პარტიის ლიდერებმა დღეს ღიად და მინიშნებითაც ფაქტობრივად დაადასტურეს ასეთი შურისძიების არსებობა ბერძენიშვილის წინააღმდეგ და გაამართლეს კიდეც. უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში თავდასხმის მიზეზიც არ დამალეს - ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა არის მთავარი, რის გამოც ლევან ბერძენიშვილმა ხელისუფლების რისხვა დაიმსახურა.

თუმცა ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ უფრო გამაოგნებელი დამოკიდებულება გამოამჟღავნა - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საკუთარი პატრონი და ბელადი, ბიძინა ივანიშვილი, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დავით აღმაშენებელსაა და ერეკლე მეორეს გაუტოლა  და მათი კრიტიკა დაუშვებლად გამოაცხადა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი