საფრანგეთმა ლიბანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის სასამართლომ დღეს, ლიბანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, რიად სალამეს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა.

ადრე რიად სალამე არ გამოცხადდა ფრანგი გამომძიებლების დაკითხვაზე. ის ეჭვმიტანილია თაღლითობაში იმ მიზნით, რომ დაეგროვებინა მნიშვნელოვანი ფინანსური აქტივები მთელ ევროპაში.

სასამართლო გუნდი საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ლუქსემბურგიდან იძიებს ფინანსურ დანაშაულთა სერიას, მათ შორის უკანონო გამდიდრებას და 330 მილიონი დოლარის სავარაუდო გათეთრებას, რომელშიც, სავარაუდოდ, რიდ სალამე არის ჩართული.

ბანკის 72 წლის ხელმძღვანელმა, რომელიც თანამდებობას თითქმის 30 წელი იკავებდა, მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება არაერთხელ უარყო.

რიად სალომე ამტკიცებს, რომ მისი სიმდიდრე მომდინარეობს მისი წინა სამსახურიდან, როგორც საინვესტიციო ბანკირი Merrill Lynch-ში, მემკვიდრეობით მიღებული ქონება და ინვესტიციები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი