"19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია, უხეში და ღია მცდელობა ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება, ანომალიაც არ იყო. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ძალიან ღიად 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ ანულირების შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს – ანომალიაზე აღარასდროს წავალთ. რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ანომალიებზე უარი უნდა ითქვას. კონკრეტულად, ცესკო-სთან დაკავშირებული ანომალიის მიზანიც იყო საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში"

- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი