პარტნიორები გაგებით უნდა შეხვდნენ, რომ საქართველო არ მიდის ორმხრივი სანქციების კუთხით რუსეთთან - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენმა პარტნიორებმა ალბათ ჩვენზე უკეთ იციან თუ რა მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა დღეს არის საქართველო, გამომდინარე აქედან, გაგებით უნდა შეხვდნენ იმას, რომ საქართველო არ მიდის ორმხრივი სანქციების კუთხით რუსეთთან, იმიტომ, რომ ჩვენ თუ გადავალთ ორმხრივი სანქციების პოლიტიკაზე, ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ სიას, რითიც შეუძლია რუსეთის ფედერაციამ საქართველო დააზიანოს. რა თქმა უნდა, ჩვენმა პარტნიორებმა იციან საქართველოს ეს მდგომარეობა და გაგებით უნდა მოეკიდონ იმას, რომ საქართველო ამ ურთულეს ვითარებაში ინარჩუნებს სტაბილურობას, მშვიდობას". 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი