
ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო, 7 ივნისამდე გადაიდო. "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. პოლიციამ ისინი მარტის აქციებზე დააკავა, თუმცა მოგვიანებით 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
დაცვის მხარემ სასამართლოს დღეს შუამდგომლობით მიმართა და მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა ჯაფარიძე და მოსიაშვილი სცემეს, რის შედეგადაც მოსიაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, ხოლო ჯაფარიძეს თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა.