
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, რუსმა სამხედროებმა გაზარდეს თავდასხმების რაოდენობა სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის რეგიონებში.
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში მტერმა გაზარდა სასაზღვრო რეგიონების დაბომბვა - ხარკოვი, ჩერნიგოვი და სუმი.
ბოლო კვირაში, 8-დან 16 მაისამდე, რუსეთის ჯარებმა ამ რეგიონებში 162 თავდასხმა განახორციელეს. ყველაზე მეტჯერ, სუმის რეგიონი დაბომბეს", - თქვა მალიარმა.
ცნობისთვის, 14 მაისს, ომის კვლევის ინსტიტუტი ყოველდღიურ ანგარიშში ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით მზარდ თავდასხმებზე წერდა. ISW აღნიშნავდა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავებისა და სარაკეტო დარტყმების მზარდი რეგულარული სერია, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსული საჰაერო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს შეარყიოს უკრაინის კონტრშეტევების შესაძლებლობა.