ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი -  ნათქვამია მიხეილ სააკაშვილს განცხადებაში, რომელიც მისივე ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

მესამე პრეზიდენტი ეხმაურება იმ 5 ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომლებმაც დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არამოსამართლე წევრობის იმ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, რომლებიც "ოცნების" ფავორიტებად არიან მიჩნეული.

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი