"ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეკა არ დარჩება მარტო... დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს" | ნიკა გვარამია ეკა კვესიტაძეზე

გამოქვეყნდა:

"ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეკა არ დარჩება მარტო... დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს და სააპელაციოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ტელეწამყვან ეკა კვესიტაძისთვის რუსთავი 2-სთვის გადასახდელი ჯარიმა ძალაში დატოვა.

რ2-დან უკანონოდ გამოგდებულ ეკა კვესიტაძეს დღეს სააპელაციო სასამართლომ იქით დააკისრა 12 000 ლარი რ2-ის სასარგებლოდ. ორივე ეპიზოდი არის ქვეყნის გამორჩეული კრიტიკული ხმის პოლიტიკური დევნა და მოითხოვს მკაფიო და ხისტ რეაქციას. 

პირადად მე, როგორც "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ამ სამართლებრივი ძალადობის პირისპირ ეკა არ დარჩება მარტო და თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს უკანონო გადაწყვეტილებას, დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს.

ნიკა #212, - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი