შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ორი თვით გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ორი თვით გაგრძელდება - ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტმა გაავრცელა.

"ვისურვებდი, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვების მიწოდების გლობალური ჯაჭვის შეუფერხებლად მუშაობისთვის და განსაკუთრებით გაჭირვებული ქვეყნებისთვის მარცვლეულის ხელმისაწვდომობისთვის, სასარგებლო იყოს ყველა მხარისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ შეთანხმების ყველა პირობა შესრულდეს და ის გაგრძელდეს მომდევნო პერიოდში“, - წერს ერდოღანი.

მისივე ცნობით, რუსულმა მხარემ "პირობა დადო, რომ არ შეუშლის ხელს თურქულ გემებს მიკოლაივის და ოლვიის პორტებში შესვლაში".

ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება იძლევა შანსს რეალურად დავეხმაროთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - ციტირებს TASS რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში რუსეთმა და უკრაინამ თურქეთის შუამავლობით, ცალ-ცალკე გააფორმეს შეთანხმებები გაეროსთან, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის აღდგენას შავი ზღვის გავლით.

2023 წლის 25 აპრილს მოსკოვმა განაცხადა, რომ არ აპირებდა შეთანხმების გაგრძელებას. კრემლმა ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლის ყურეში მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღო. რუსეთი აცხადებდა, რომ უკრაინა ჰუმანიტარულ დერეფანს დროებით ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმებისთვის იყენებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი