
პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი მსხვერპლი ჟურნალისტი. სასამართლო კლანის შურისძიების გეგმა "მთავარი არხის" ტელეწამყვანის წინააღმდეგ ამჯერად სააპელაციო სასამართლომ მოიყვანა სისრულეში და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთავი ორიდან ახალი მენეჯმენტის მიერ გათავისუფლებულ ეკა კვესიტაძეს ტელეკომპანიის სასარგებლოდ ჯარიმის გადახდა ეკისრება. თუმცა, ბრძოლა ამით არ სრულდება, ეკა კვესიტაძე საქართველოში ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის ემზადება.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე