ფარული მხარდაჭერა "ოცნებას" | პოლიტიკური ღალატი და ოპოზიციის დაშლის კიდევ ერთი ეტაპი

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ღალატი და ოპოზიციის დაშლის კიდევ ერთი ეტაპი. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი რიგებიდან ხუთ დეპუტატს რიცხავს. ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში არიან დადანაშაულებული.

ამ ხუთმა დეპუტატმა დღეს ყველასთვის მოულოდნელად მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" კანდიდატებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის დერეფნებსა და "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დარბაზში მწვავე და ხმაურიანი დაპირისპირება და კამათი დაიწყო. 

დღის ანტი-გმირი დეპუტატები ამტკიცებენ, რომ გარიგება "ქართულ ოცნებასთან" არ მომხდარა, და ყველაფერი ოპოზიციის შიგნით არასწორი კომუნიკაციის ბრალია. "ქართული ოცნება" რეალურად კმაყოფილია და მიმხრობილი დეპუტატების გადაწყვეტილებას 12-პუნქტიანი მოთხოვნების მხარდაჭერით ამართლებს. სხვა ყველა დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური კორუფციის აქტი იყო - რომლის შედეგადაც "ქართული ოცნება" და სასამართლო კლანი გაძლიერდა, ოპოზიცია კი კიდევ უფრო დასუსტდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი