პრემიერმინისტრის ორმაგი პოლიტიკური სტანდარტი. ევროპის საბჭოს სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დასავლური სამყაროს უდიდეს მოკავშირედ წარმოაჩენდა თავს. მთავრობის მეთაური კოლეგებს არწმუნებდა, რომ ქვეყნის კურსი უცვლელია და საქართველო დასახული გზიდან არ გადაუხვევს.
ენდობიან თუ არა ევროპელი პოლიტიკოსები ლიდერს, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავარ მოკავშირედ იწოდება, უახლოეს მომავალში სტატუსთნ დაკავშირებული გადაწყვეტილებით გამოჩნდება. თუმცა ფაქტია, რომ ისლანდიაში გაკეთებული განცხადებების პარალელურად, საქართველოში ირაკლი კობახიძე საუბრობდა იმის შესახებ, რასაც რეალურად გეგმავს "ქართული ოცნების" ხელისუფლება.