
წყალდიდობა იტალიის ჩრდილოეთში - BBC-ის ცნობით, სტიქიას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
გამოცემა წერს, რომ გასული სამი დღის განმავლობაში, ემილია-რომანიას რეგიონში ექვსი თვის ნორმა ნალექი მოვიდა, რამაც ათასობით ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია გამოიწვია. ასევე, ნაპირებიდან გადავიდა 20-მდე მდინარე.
რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 50 000 ადამიანი დარჩა.