რუსეთმა და ირანმა სარკინიგზო შეთანხმება გააფორმეს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა და ირანმა სარკინიგზო შეთანხმება გააფორმეს, რომელმაც, ტვირთების გატარების კუთხით, სუეცის არხს კონკურენცია უნდა გაუწიოს. უცხოური მედიის ცნობით, ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას ორი ქვეყნის პრეზიდენტი დისტანციურად ესწრებოდა. 

მედიის ცნობითვე, ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ირანის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაფინანსდება, როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილის.

ახალმა სარკინიგზო ხაზმა ერთმანეთთან ინდოეთი, ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი უნდა დააკავშიროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი