კიევის პოლიციამ "უნივერსალ ბანკში" შეჭრილი ბოროტმოქმედი დააკავა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ კიევის პოლიციამ "უნივერსალ ბანკ"-ზე თავდასხმაში ეჭმიტანილი პირი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვორბდა. დაკავების კადრებს  ტელეკომპანია 112 პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ბოროტმოქმედი, რომელიც ბანკში შიეჭრა და შენობის აფეთებით იმუქრებოდა დაკავებულია. სპეცოპერაციამ წარმატებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. ჯერჯერობით უცნობია დაკავებული წარსულში ნასამართლევია თუ არა. ამის შესახებ დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი,- განაცხადა პოლიციის წამრომადგენელმა.

დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბოროტმოქმედმა პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია 112-ის ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა და ხელისუფლება ადამიანებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

უკრაინა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ადამიანებმა აქ თავისუფლად უნდა იცხოვრონ. ახლა გყავთ პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო, რომ მოქალაქეების ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლიდა, თუმცა რა გააკეთა?! ეს ეხება არა მარტო ზელენსკის, არამედ ყველა მის წინამორბედს, ყველა უნდა დაიჭირო, ისინი თაღლითბი არიან. იყენებენ რელიგიას და ნაციონალიზმს, რომელიც ადამიენებით მანიპულაციის საუკეთესო საშუალებაა. ყველა დასაჭერია.  – თქვა ბოროტმოქმედმა.

ბანკზე თავდასხმის შესახებ პოლიციაში ინფორმაცია კიევის დროით 12 საათზე შევიდა. ინციდენტი ბოგდან ხმელინსკის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "ლეონარდო"-ში მოხდა. ადგილზე სამართალდამცველებისა და სამედიცინო დამხარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი