ამ წუთებში კიევის ცენტრში, ბოგდან ხმელინსკის პროსპექტზე სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, გადაკეტილია გზის ცენტრალური ნაწილიც. ცნობილი ხდება, რომ პოლიცია ბიზნეს ცენტრ „ლეონარდოში“  სპეცოპერაციის ჩასატარებლად ემზადება, სადაც თავდამსხმელი "უნივერსალ ბანკის" ფილიალში შეიჭრა.
 

შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ასევე  ტერორისტთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ცნობილია, რომ შენობის აფეთქებით იმუქრება. სხვა დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვისაც უცნობია - აცხადებს ერთერთი სამართლდამცველი.

პოლიცია მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებს. ადგილზეა მობილიზებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებიც,  

უკრაინული არხები, შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში მაუწყებლობენ.

მოვლენების განახლებისთანავე ჩვენ დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი