
"სახელმწიფო ნამდვილად იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ერთ რამეს, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის იცავდა ადამიანის ღირსებას და მისგან მომდინარე აბსოლუტურად ყველა ძირითად უფლებას. დღევანდელ საქართველოზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც სახელმწიფო ნამდვილად ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხოლო სამწუხაროდ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში ძალები, რომლებიც ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ იმას, რომ მაქსიმალურად გადაფარონ საქართველოს წარმატებები, რომლებიც რომელიც უკავშირდება მის ევროპულ მომავალს და წარმოაჩინონ ისე, თითქოს აქ ვინმეს აწამებენ, წამლავენ და ვინმეს არ მკურნალობენ. იყო პრინციპული შეტევა სახელმწიფოზე. დააყენეს ერთადერთი მოთხოვნა, რაც უკავშირდებოდა სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გაყვანას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა“, - ამბობს TV იმედის ეთერში ბრეგაძე.