ლევან სამუშიამ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა

გამოქვეყნდა:

ლევან სამუშია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს. ინფორმაცია მან Facebook-ით გაავრცელა, თუმცა რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, სამუშია არაფერს ამბობს და წერს, რომ დამატებით კომენტარს არ გააკეთებს:

მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია " თავისუფალი დემოკრატები" .
წარმატებას ვუსურვებ " თავისუფალ დემოკრატებს"!
სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას "რუსული ოცნების" წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ" - წერს ლევან სამუშია.

"თავისუფალ დემოკრატებს" სამუშია 2016 წელს შეუერთდა. ის პარტიის მაშინდელმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარადგინა. 2016 წლის არჩევნებში სამუშია დიდუბეში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. 

სამუშია პოლიტიკაში წასვლამდე საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. სწორედ ის იცავდა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ინტერესებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი