დროებით ოკუპირებულ ყირიმში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ყირიმში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი ბიურო,  გამოცემა Baza-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, აფეთქება დაახლოებით დილის 08:20 საათზე დაფიქსირდა, რის შედეგადაც მარცვლეულით დატვირთული 8 ვაგონი რელსებიდან გადავიდა, მათგან 5 გადაბრუნდა.

დროებით ოკუპირებული ყირიმის, ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქების გამო, სიმფეროპოლი-სევასტოპოლის ხაზზე ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. მგზავრებს ავტობუსებით გადაიყვანენ.

შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი