საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ვიზის მისაღებად გარკვეული პროცედურებია საჭირო და ეს პროცესი გამჭვირვალეა.
კობახიძემ 16 მაისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანსამბლი "მართვე" მიდიოდა აშშ-ში, საელჩომ მოითხოვა, რომ სათითაოდ შეეტანათ განაცხადი, ვადები კი ნოემბრის ჩათვლით დაასახელეს. კობახიძემ თქვა, რომ გასტროლები ზაფხულში უნდა ყოფილიყო და საელჩოს გამო 50 ბავშვი საქართველოში დარჩა.
"სამწუხაროა, რომ "იმედმა" აირჩია და კვლავ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ამ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში. გვაქვს ამის გარდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში.
მაგალითად, გასულ წელს, ზუსტად 30 მოცეკვავეს, ბალეტის მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება, ასევე მოხდა გასულ კვირას მომღერლებთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი არის გამჭვირვალეა", - თქვა კელი დეგნანმა "ფორმულას" თარგმანის მიხედვით.