რუსეთში ჩინოვნიკებს გადადგომა სურთ, მაგრამ ამის უფლება არ აქვთ - ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთში თანამდებობის პირებს გადადგომა სურთ, მაგრამ მათ ამის უფლებას არ აძლევენ. დღევანდელ მოხსენებაში დაზვერვა აცხადებს, რომ სანამ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გრძელდება, ასეთი ჩინოვნიკებისთვის გადადგომა ფაქტობრივად აკრძალულია.

დაზვერვის ანალიტიკოსების თქმით, ასეთი აკრძალვები ეხება მინიმუმ რეგიონულ ლიდერებს, უშიშროების ჩინოვნიკებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს. რეზიუმეში ნათქვამია, რომ ბევრი ჩინოვნიკი, სავარაუდოდ, სკეპტიკურად უყურებს ომს და მათი მუშაობა აპარატში, სადაც ქაოსი სუფევს, დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. ამასთან, ისინი არ ტოვებენ თანამდებობებს, რადგან მიანიშნებენ, რომ გადადგომის შემთხვევაში შეთითხნილი ბრალდებებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი