ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა, მედიისთვის ხელის შეშლა ხელისუფლების მხრიდან, სიძულვილის კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოწვევები, სასამართლოს გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა - ამ საკითხებზე მსჯელობენ ფორუმზე სახელწოდებით "მედია და დემოკრატიის მედეგობა კორუფციის პირისპირ"
ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარ საკითხი სწორედ მთავარი არხის გენერალური დირექტორის უკანონო პატიმრობაა. ფორუმის მონაწილეები ამბობენ, რომ ნიკა გვარამიამ უნდა დატოვოს საპატიმრო და ამ კუთხით, ერთი ნაბიჯი გადაიდგას წინ 12 რეკომენდაციის შესრულებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გზაზე.