
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის, სერგეი ჩერევატის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით დღის განმავლობაში 150-დან 1700 მეტრამდე მიიწევდნენ წინ.
როგორც მან განაცხადა, უკრაინელებმა გაანადგურეს 130 რუსი, დაშავდა 145, ხოლო ტყვედ აიყვანეს 4.
"ბახმუტი ისევ რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრად უკრაინის აღმოსავლეთში... ბრძოლების დროს ჩვენი ქვედანაყოფები, მიუხედავად იმისა, რომ არ არის უპირატესობა პერსონალში, საბრძოლო მასალაში და აღჭურვილობაში, აგრძელებენ წინსვლას ფლანგებზე... ჩვენ ვახერხებთ 150- 1 700 მეტრამდე წინსვლას" - თქვა მან
ამასთან, ჩერევატიმ აღნიშნა, რომ რუსებმა უკრაინის პოზიციებს 487-ჯერ დაარტყეს, ასევე მოხდა 25 საბრძოლო შეტაკება და 6 საჰაერო იერიში.