უკრაინის კონტრშეტევაზე ყველა საუბარი დეზინფორმაციაა - ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი  აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევაზე ყველა საუბარი "დეზინფორმაციაა". ლუკაშენკო ისევ ამბობს, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ, თუმცა კიევის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე

„ბევრი ახლა ამბობს: „კონტრშეტევა, კონტრშეტევა!“... ნებისმიერ ბრძოლაში დეზინფორმაცია ძალიან საშიშია. გაიხსენეთ კურსკის ბრძოლა, სტალინგრადის მახლობლად, როცა წარმატებით ვაცდიდით მტერს და მოვიგეთ ეს ბრძოლა...
მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს „კონტრშეტევა“ ყველაზე დიდი დეზინფორმაციაა. ჩემი გადმოსახედიდან „კონტრშეტევა“ არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. ეს უბრალოდ სიგიჟეა." ამბობს ლუკაშენკო.

მისივე აზრით, უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების თავიდან აცილების მიზნით აყენებს წინაპირობებს: "რა შეიძლება იყოს წინაპირობები? ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველანაირი პირობა უკვე იქ დავაყენოთ".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი