
კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ჯუნგლებში დაკარგული 13, 9 და 4 წლის, ასევე 11 თვის ბავშვი იპოვეს, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავს შვიდი ადამიანი გადაჰყავდა არარაქუარადან სან ხოსე დელ გუავიარეში, როდესაც მისი ძრავა გაფუჭდა. ავიაკატასტროფის შედეგად პირლოტი და სამი ზრდასრული დაიღუპა. მათი ცხედრები თვითმფრინავში იპოვეს.
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, რომელიც კოორდინაციას უწევდა სამაშველო სამუშაოებს, ბავშვები თვითმფრინავიდან გაიქცნენ და დახმარების საძებნელად ტროპიკულ ტყეში შევიდნენ.
ისინი კოლუმბიის პროვინციის კაკეტას ჯუნგლებში სამხედროებმა, მეხანძრეებმა და სამოქალაქო ავიაციის პერსონალმა იპოვეს.