
რუსები ცდილობენ შექმნან რეზერვები რუსეთისა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ადგილობრივი მცხოვრებლებისგან , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონის დასახლებებთან შეიქმნა რამდენიმე ბანაკი, სადაც არიან რუსი პატიმრები და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ დეპორტირებული მცხოვრებლები.
"მაისის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ ბანაკებში პერსონალის რაოდენობა გაიზრდება რუსეთიდან პატიმართა კიდევ ორი ჯგუფის ჩამოსვლით, რომლებიც ძირითადად სასტიკი მკვლელობებისთვის არიან გასამართლებული", - თქვა მან
მალიარის თქმით, ამ ბანაკებში ამჟამად 800-ზე მეტი ადამიანი იმყოფება და მათ ინტენსიური საბრძოლო მომზადება უტარდებათ
"პატიმრების საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ მათთან გაფორმდება ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში სავალდებულო მონაწილეობას" - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
გარდა ამისა, მალიარის თქმით, რუსები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში რეიდებს ატარებენ და ადგილობრივ მოსახლეობას იჭერენ.