პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტმა  საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. 

ინიციატივას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო. 

ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. გარდა ამისა,   კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

წარდგენის პროცესში  გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა მაშინ, თუ პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირების არჩევას.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი