ლევან თოფაძეს სავარაუდოდ ხვალ დაკითხავენ - თოფაძის მამის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

გოგი თოფაძე ისევ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაშია. ის პოლიციაში დღეს უკვე მეორედ მივიდა, თუმცა ამჯერად რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა დაჭრილი ლევან თოფაძის მამამ. ის ამბობს, რომ მისი შვილი ამჟამად რეანიმაციაშია და შესაბამისად, გამომძიებლებს არ დაუკითხავთ. თოფაძე ვარაუდობს, რომ ლევან თოფაძეს პალატაში ხვალ გადაიყვნენ და მისი გამოკითხვაც სავარაუდოდ ხვალ მოხდება.

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, გოგი თოფაძის შვილი ამბობს, რომ სახლში შემთხვევის ადგილი ამ დროისათვის დალუქულია, თუცა საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

ბიზნესმენის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ოთხი ჭრილობა ცივი იარაღით  აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ლევა თოფაძის დაჭრის ბრალდებით ზურაბ ჟვაიას შვილია დაკავებული, რომელიც ასევე დაჭრილია და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

ჟვანიას ინტერესები შესაძლოა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაიცვას. "მთავართან" საუბარში ის ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს:

ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მაქვს. ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ" ამბობს ჭკადუა.

დაპირისპირება ბიზნესმენისა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის სახლში 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შსს-მ ზურაბ ჟვანიას შვილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი