ათასზე მეტი რუსი მობილიზაციას ფინეთში გაექცა და ახლა თავშესაფარს ელოდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის ათასზე მეტი მოქალაქე მობილიზაციას ფინეთში გაექცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ახლა ფინეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება მობილიზაციას გაქცეული რუსების ბედთან დაკავშირებით, ვიდრე მათთვის თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ფინეთის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, თავშესაფარი სულ რუსეთის  1 109-მა მოქალაქემ მოითხოვა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გასცემს ევროკავშირი თავის რეკომენდაციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ფინეთმა იანვარში შეაჩერა თავშესაფრის განაცხადების განხილვა მობილიზაციისგან გაქცეული რუსებისთვის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი