
რუსული მედია ამტკიცებს, რომ 17 მაისს რუსეთის კურსკის ოლქს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიჭრა 2 მესაზღვრე.
რუსული Telegram არხი Mash წერს, რომ უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 200 მეტრში, კურსკის ოლქში, სუჯას საგუშაგოზე სავარაუდოდ ჭურვი ჩამოაგდო.
მათივე ცნობით, შემთხვევა 17 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე მოხდა.
იქამდე კი რუსი ოფიციალური პირი ამტკიცებდა, რომ მესაზღვრეებმა 17 მაისს სუჟანსკის რაიონში უკრაინული თვითმფრინავები ჩამოაგდეს.