იემენში წყალდიდობას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გაეროს მონაცემების მიხედვით, იემენში წყალდიდობას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 37, 3 კი დაკარგულად ითვლება. 

არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმა იემენის დასავლეთის უმეტეს ნაწილში გაგრძელდა. 

ძლიერმა წვიმამ გამოიწვია დამანგრეველი შედეგები, განსაკუთრებით სოფელ ალ-აშაში, იარიმის რაიონში, იბის პროვინციაში.

ცნობისთვის, იემენს არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, რამაც შეამცირა იემენელებისთვის მიწოდებული სასიცოცხლო სერვისები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი