რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს.

"წინასწარი ინფორმაციით, დაიბომბა ხარკოვის რაიონის სოფელი ცირკუნი. დაფიქსირდა დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე. შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყვნენ ადამიანები. ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. მონაცემები ზუსტდება" - აცხადებს ის.

სინეგუბოვმა მოქალაქეებს მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფრებში.ამ დროისთვის, ხარკოვის რეგიონის ერთ-ერთმა ნაწილმა საჰაერო განგაში გამოაცხადა.

ხარკოვის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელმა სერგეი მელნიკმა განაცხადა, რომ მტერმა ხარკოვის რეგიონს ბელგოროდიდან დაარტყა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი