ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიუხედავად, სუდანში შეტაკებები ისევ განახლდა

გამოქვეყნდა:

სუდანის დედაქალაქ ხართუმში საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეები საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ემზადებიან, ქალაქში ავიადარტყმებია.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული შეტაკებები ხარტუმის სამხრეთით, ალ-შაყილაბის რაიონში და ქალაქ ომდურმანში ყარარის რაიონში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სუდანში შეტაკებების შედეგად 835 დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი