
წყალდიდობა იტალიის ჩრდილოეთში - არსებული ინფორმაციით, სტიქიას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 50 000 ადამიანია დარჩენილი, იძულებით გადაადგილება კი 4,000 ადამიანს მოუწია.