
იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ხვდებიან. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
შეხვედრას ესწრებიან ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ევროსასამართლომ 12 მაისის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავე გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს არ დაევალა მესამე პრეზიდენტის ქვეყნის შიგნით, სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.