
მოლდოვა აღარ არის დამოკიდებული რუსეთისგან გაზის მიწოდებაზე, რადგან ის ახლა სრულად არის ინტეგრირებული ევროპის ენერგეტიკულ ქსელში - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა ბუქარესტში, უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს მოლდოვა 100%-ით იყო დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.
„მოლდოვას აღარ სჭირდება რუსული გაზი, ის ინტეგრირებულია როგორც ტექნიკურად, ასევე კომერციულად ევროპის ენერგეტიკულ ქსელში“, - განაცხადა რეჩანმა.
რეჩანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული შეჭრის დაწყებიდან მოლდოვამ გააორმაგა სამხედრო ბიუჯეტი იმ ფონზე, როცა ოფიციალური კიშინიოვმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს, მათ შორის სპეცსამსახურების დახმარებით.