"მთავარმა არხმა" ოპოზიციის შიდა ჩატის ე.წ. სქრინები მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რა ხდებოდა სკანდალურ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე.
ექსკლუზიურ მასალაში ჩანს, რომ ორივე მხარე, როგორც ფრაქციის ლიდერები, ისე გარიცხული დეპუტატები მხოლოდ ნაწილობრივ ამბობენ სიმართლეს.
კერძოდ, ნიშნიანიძეზე ფრაქციის ლიდერებისგან იყო თანხმობა, თუმცა სხვა კანდიდატებზე, რომლებსაც 5-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საერთოდ აღარაფერი იყო ნათქვამი.
ბექა ონიანი: ბიურო დასრულდა 5 წუთში სხდომა დაიწყება.
ლევან ბეჟაშვილი: საჯაია ლიკა, სალაძე, წიქარიშვილი, მუხაშავრია
ამ კანდიდატურებს შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ...
ნინო ნიშნიანიძე...
ანი წითლიძე: ამათ ხმას ვაძლევთ? და წიქარიშვილის გარდა ვინ არის ეს ხალხი? ვიცით საერთოდ?ლევან ბეჟაშვილი: სალაძე საიას თავმჯდომარე, ლიკა ტრანსპარანსის წარმომადგენელი
გიორგი ბოტკოველი: ნინო ნიშნიანიძეც კარგი ქალიაო ამბობენ
ლევან ბეჟაშვილი: შეგიძლიათ მხარის დაჭერა, ანუ თქვენი დისკრეციაა... ამ სიას სარეკომენდაციო ხასიათ აქვს რა თქმა უნდა
...
დავით კირკიტაძე: ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით
იმედია ხმის მიცემის მოტივაციას საჯაროდ განმარტავს ყველა, დამალვა არ გამოვა.ნატო ჩხეიძე: არც ვმალავთ. ფრაქციაში ვართ. თუ მოხვალთ კარგი იქნება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გუშინ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხმის მიცემით 5-მა დეპუტატმა სასამართლო სისტემაში კლანისთვის ნიადაგი კიდევ უფრო გაამყარა. დეპუტატები ფრაქციიდან გარიცხეს და ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს.
თავის მხრივ, გარიცხული დეპუტატები ამბობენ, რომ მომხდარი ლიდერებისა და არასწორი კომუნიკაციის ბრალია.