იმართლონ თავი, თავის საძაგლობას ვერ გადაარჩენენ - გოგი თოფაძე ჟვანია-თოფაძის დაჭრის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"დღეს უკეთ არის, პირველად ამოისუნთქა, ვნახე - 10 წუთით ველაპარაკე", ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილ შვილიშვილზე "მთავარის" პირდაპირ ეთერში. 

წამყავნის კითხვაზე, თუ რა მოხდა თოფაძეების სახლში,  ბიზნესმენი პასუხობს, რომ "რთული მოსაყოლია, მაგრამ სასამართლო ყველაფერს გაარკევს". 

"ჩემი შვილიშვილი კინაღამ არ მოკლეს... მერე როდესაც გაირკვა, ვინც ჩაიდინა ეს, ახლა იმათ იმართლონ თავი. ისინი თავის საძაგლობას ვერ გადაარჩენენ, ახლავე გადაეცით მათ". - თქვა გოგი თოფაძემ გადაცემაში "დღის სტუმარი". 

შეგახსენებთ, ბიზნესმენის შვილიშვილი ლევან თოფაძე, პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, თოფაძეების სახლში ცივი იარაღით დაჭრა. 

აღსანიშნავია, რომ თოფაძეების სახლში, იქ, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა. ბიზნესმენი გამოძიებას თხოვნით მიმართავს, რომ დროულად მოხდეს სახლის დათვალიერება, სადაც, მისი თქმით, ბევრი მტკიცებულება და სისხლის კვალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი