კლინიკა მაღალკვალიფიციურია, მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს - აზარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, "მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

აზარაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არ არსებობს კითხვა პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მკურნალობასთან დაკავშირებითაც:

"პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ასევე არ არსებობს კითხვა პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მკურნალობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც განიხილა ეს საკითხი და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის და ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება.

საქართველოში ნებისმიერი პაციენტის თუ მსჯავრდებულის უფლებები არის მაქსიმალურად დაცული და დიამეტრულად განსხვავებულია იმისგან, 10 წლის წინ რაც ხდებოდა სისტემაში და ყველა პაციენტს ერთნაირად, გულისხმიერად და მაღალკვალიფიციურად ემსახურებიან, როგორც ექიმები, ასევე პენიტენციური სამსახური".- თქვა აზარაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი