"მიხეილ სააკაშვილი ძალიან ავადაა... მან უნდა მიიღოს მკურნალობის შესაძლებლობა იმისთვის, რომ იცოცხლოს და ჯანმრთელობა აღიდგინოს" | ბილ ტეილორი

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი ძალიან ავადაა... მან უნდა მიიღოს მკურნალობის შესაძლებლობა იმისთვის, რომ იცოცხლოს და ჯანმრთელობა აღიდგინოს", - ამის შესახებ ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში და ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ბილ ტეილორი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 

ეს მარტივი ადამიანური საკითხია და ამაზე არსებობს მარტივი პასუხი - მიშა სააკაშვილი არის ძალიან ავად და მან უნდა მიიღოს სამედიცინო დახმარება და მკურნალობის შესაძლებლობა. თუ მას ამ დახმარებას გაუწევენ საქართველოში, შესანიშნავია, თუ ის მკურნალობას საჭიროებს ევროპაში ან მისი ჯანმრთელობის აღდგენა შეერთებულ შტატებში მოხდება - ესეც ძალიან კარგია, ეს ჰუმანიტარული საკითხია და ეს უნდა მოხდეს. მიშა სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მიიღოს მკურნალობის შესაძლებლობა იმისთვის, რომ იცოცხლოს და ჯანმრთელობა აღიდგინოს, - ამბობს ტეილორი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მას ამის უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 61% თანახმაა, რომ ის სამკურნალოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ, ტეილორი ამბობს:

ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქართველი ხალხი მასზე. მიხეილ სააკაშვლი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ქართველი ხალხის მიერ და ბევრი ადამიანი როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, ამერიკაში და უკრაინაშიც აფასებს და პატივს სცემს იმას, რაც მან გააკეთა როცა პრეზიდენტი იყო. ის აღარაა პრეზიდენტი, მაგრამ მან დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაშიც, როცა ის იყო ოდესაში თუ კიევში, მისი კონტრიბუციები ძაალიან დიდია. მე მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი კონტრავერსიული ფიგურაა, მაგრამ ის ახლა ძალიან ცუდადაა და მან უნდა მიიღოს სამედიცინო დახმარება, - განაცხადა მან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი