"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამენეჯერები და ჟურნალისტები იყვნენ თავისუფლები" | ბილ ტეილორი ნიკა გვარამიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამენეჯერები და ჟურნალისტები იყვნენ თავისუფლები", - ამის შესახებ ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში და ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ბილ ტეილორი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს და "მთავარი არხის" გენერალური 
დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს ეხმაურება.

მაუწყებლობის თავისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს ისეთს, როგორიც რუსეთია, იქ ციხეში სვამენ ჟურნალისტებს ყოველგვარი დანაშაულის გარეშე, ამწყვდევენ  მათ ციხეში და არასამართლებრივ პატიმრობაში ჰყავთ ჟუნალისტები. ქართველების წინაშე დგას არჩევანი: სურთ მათ ისე ხდებოდეს როგორც რუსეთშია? სადაც პრესა იდევნება, სურთ რუსეთის მსგავსად გაიჭყლიტოს პრესის თავისუფლება, ჟურნალისტების უფლებები? თუ უნდათ რომ საქართველოშიც ყველაფერი ისე იყოს, როგორც ევროპაშია, სადაც დაცულია დემოკრატიის ფასეულობები... 

კიდევ ერთხელ, როცა მე ვესაუბრე ქართველებს და მათ მითხრეს, რომ სურთ ევროპაში. ევროკავშირს კი აქვს დემოკრატიის სტანდარტები და ის თანაბრად ვრცელდება ყველა ჟურნალისტზე, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, საქართველოსა თუ რუსეთში. ჟურნალისტები არიან მთავრობის ძალაუფლების არბიტრები და ამოწმებენ ხალხის წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების კეთილსინდისიერებას. ისინი არ უნდა იყვნენ ციხეში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამენეჯერები და ჟურნალისტები იყვნენ თავისუფლები მითუმეტეს, თუ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.  

სახეზეა რუსეთის მოდელი, თუ როგორ იმართება ქვეყანა ავტოკრატიულ რეჯიმში. ქართველმა ხალხმა მრავალჯერ აჩვენა, რომ რომ ეს არ არის მათი სასურველი გზა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას პრინციპულად უნდა მოსთხოვოს, სამართლიანობის და თავისუფლების დაცვა, ასე მუშაობს დემოკრატია, შეიძლება ეს იყოს მშვიდობიანი დემონსტრაციების გზა, მშვიდობიან  პროტესტს კი მოაქვს შედეგი და ქართველებმა იციან ეს, ბოლოდ დროსაც გამოჩნდა რომ შეუპოვარმა პროტესტმა ხელისუფლებას შეაცვლევინა გადაწყვეტილებები. ეს არის გამოსავალი, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ მიმართულებით სვლას გააგრძელებს, - ამბობს ტეილორი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი