წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც ევროპული გაერთიანება საქართველოს ხელისუფლებას არ აპატიებს. მოსკოვიდან პირველი პირდაპირი რეისის დაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე, ოლიგარქიული რეჟიმი პარტიორებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მოწოდება მოწოდებად დარჩა "ქართული ოცნების" რეაგირების გარეშე.
დასავლეთის პარალელურად განგაშს აცხადებს სამოქალქო საზოგადოება, 108 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი და დაუყოვნებლივ თქვას უარი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებაზე.
პირველი რეისი ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქიდან ხვალ დღისით შესრულდება და პირველ მგზავრებს საქართველოს მოსახლეობა პროტესტით დახვდება.