
იტალია გადაამზადებს უკრაინელ ახალწვლეულებს იტალიის სკოლებსა და სამხედრო ობიექტებში, ასევე მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირ-უკრაინის სასწავლო პროგრამებში ბრიუსელში, პოლონეთსა და გერმანიაში.
ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 21 აპრილს განაცხადა, რომ 16 000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა წვრთნა ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში.
ამასთან, ბორელმა ისაუბრა უკრაინაში 600 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდების შესახებ.