იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

სტიქიის ყველაზე მძიმე შედეგებს ებრძვიან ემილია-რომანიას რეგიონში. წვიმების შედეგად ადიდებულია 23 მდინარე, დაფიქსირდა 280 მეწყერი, რომელმაც 41 დასახლება მოიცვა.

ბოლო მონაცემებით რეგიონში წყალდიდობის გამო, დაახლოებით 20 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ასევე მძიმედ დაზარალდა ქალაქი რავენა. "ეს ალბათ ყველაზე ცუდი ღამე იყო რომანიას ისტორიაში" - განუცხადა რავენას მერმა RAI-ს საზოგადოებრივ რადიოს და თქვა, რომ მხოლოდ მისი ქალაქიდან ღამით 5 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი