
"გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" - ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები საინფორმაციო კამპანიას იწყებენ. ცნობილია, რომ 28 მაისს, 20:00 საათზე პარლამენტთან ამ შინაარსის აქცია გაიმართება.
გუშინ ორგანიზატორებმა აქციის დასაანონსებლად სტიკერები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გააკრეს. სტიკერებზე დატანილია ამბროსი ხელაიას, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველას, მიხეილ ჯავახიშვილის, გიორგი კვინიტაძისა და სხვების გზავნილები, რათა საზოგადოებას შეახსენონ, თუ ვინ გვართმევს რეალურად ქართულ მემკვიდრეობას, ისტორიასა და ტრადიციებს.
"მთავარი გზავნილი არის, რომ თუ საქართველო მარტო დარჩა, დასავლეთისგან იზოლაციაში, თუ საქართველო დაშორდა დასავლელ მეგობრებს და მარტო დარჩა პირისპირ რუსეთთან, ქართველი ხალხი მხოლოდ მიიღებს სიღარიბეს, ომს და უბედურებას", - თქვა "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა.