მოსკოვის რამდენიმე რაიონი ფრინველის გრიპის გამო კარანტინშია

გამოქვეყნდა:

მოსკოვის რამდენიმე რაიონი ფრინველის გრიპის გამო კარანტინშია. საკრანტინე ზონად გამოცხადების ბრძანება 18 მაისს მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გასცა.

ცნობილი ხდება, რომ მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორისოვსკის აუზი საშიში პათოგენის გავრცელების წყარო გამოვლინდა, ასევე რისკისვეშაა 16 უბანი.

საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს შეზღუდვებს საზოგადოებრივი წვდომის ადგილებზე, სადაც მკვდარი ფრინველებია, რაც ასეთ ადგილებში მუშაობის საშუალებას მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებს აძლევს.

ღონისძიებები ასევე კრძალავს ავადმყოფი ფრინველების მკურნალობას, ფრინველების იმპორტსა და ექსპორტს, კვერცხების ინკუბაციას, ფრინველების გადაადგილებასა და გადაწყობას და რამდენიმე სხვა ქმედებას, რომელიც ფრინველებს მოიცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი