ბრიტანეთმა რუსეთის კიდევ 86 მოქალაქეს, ასევე Tinkoff Bank-სა და Rosbank-ს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის კიდევ 86 მოქალაქეს დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსული კომპანიებიცმ, მათ შორის Tinkoff Bank-სა და Rosbank-ს.

"სანქციები მიზნად ისახავს პიროვნებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთის ენერგეტიკის, მეტალურგიის, თავდაცვის, ტრანსპორტისა და ფინანსურ სექტორებთან, რაც გაზრდის ზეწოლას პუტინის დარჩენილ შემოსავლის წყაროებზე და მცდელობებზე გამოიყენოს ეს სექტორები ომის მხარდასაჭერად", - ნათქვამია პრესრელიზში.

გაერთიანებული სამეფოს სანქცირებულთა სიაში შედის ცხრა ორგანიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია Rosatom-თან, DOM.RF ბანკთან და რუსული სპილენძის კომპანიის დამფუძნებელ იგორ ალტუშკინთან.

რუსეთში ოქროს მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Polyus, AFK Sistema, Severstal, Magnitogorsk Iron and Steel Works და რუსეთის რკინიგზის, Sovcomflot-ისა და Transneft-ის დირექტორთა საბჭოს წევრები ასევე დაექვემდებარნენ სანქციებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი