ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი - დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის თქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის, უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი და თუ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდათ, ოკუპაცია უნდა შეწყვიტონ:

"მე კარგად მესმის ქართველი ხალხის შეშფოთების ამ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ქართველების სანქცირება აქ არაფერ შუაშია. რუსეთში ისედაც დაახლოებით 13 000 ქართველია და უმეტესობას ორმაგი რუსულ-ქართული მოქალაქეობა აქვს, ხოლო თუ ვინმეს რუსეთის დატოვება უნდოდა, უკვე დატოვეს გასულ წელს. სინამდვილეში მილიონამდე რუსი მოქალაქე ჩამოვა საქართველოში და შესაბამისად ეს ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რატომ არსებობს ქართველებს შორის შეშფოთება და ისიც გასაგებია, რომ მათ უნდათ გაიგონ, რა დაუჯდება ეს ყველაფერი საქართველოს. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ჯერ კიდევ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, ხალხს აპატიმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თუ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდათ, პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა შეწყვიტონ." ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდება. ხვალიდან კი მოსკოვში "ჯორჯიან ეარვეისი" დაიწყებს ავიარეისების შესრულებას 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი