ვიზას ვერ მიიღებ, თუ განაცხადი არ შეიტანე საკმარისი დროით ადრე - დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ განმარტავს შტატების ვიზის მიღების პროცედურას და ამბობს, რომ განაცხადი საკონსულოში დროულად უნდა იქნას წარდგენილი. 

"აშშ-ის ვიზის მისაღებად განაცხადი უნდა იქნას შეტანილი და ეს პროცესი ნათლად არის მოცემული ვებგვერდზე და ათასობით ქართველს მიუღია ვიზა ამ პროცესის დაცვით. ამას შეიძლება დრო სჭირდებოდეს და ამიტომ ყველამ წინასწარ, საკმარისი დროით ადრე უნდა გააკეთოს განაცხადი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ხალხი გვყავს და იძულებულები ვართ, რომ თანმიმდევრულობა დავიცვათ. როგორც უკვე ვთქვი, ამერიკაში იმყოფებიან ქართველი მოცეკვავეები, რომლებიც ტურნეს მართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მოცეკვავეებისა და მომღერლების კიდევე ერთი ჯგუფი კონგრესის ბიბლიოთეკაში გამოვა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ყველამ, ვისაც ვიზის მიღება უნდა, წინასწარ უნდა შეიტანოს განაცხადი. ვიზას ვერ მიიღებ, თუ განაცხადი არ შეიტანე საკმარისი დროით ადრე. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ ფაქტებზე, რადგან ყველა ადამიანის პირადი ინფორმაცია უნდა იყოს დაცული." ამბობს დეგნანი.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატმა უკვე არაერთხელ განმარტა, ვიზის მიღების პროცედურა მას შემდეგ, რაც "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ განაცხადა, რომ ანსამბლ "მართვეს" წევრებს საკონსულომ უარი უთხრა. სწორედ ამ ანსამბლში მღერის კობახიძის შვილი, რომელიც აშშ-ში არ გაუშვეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი